"ეს არის უკრაინელი ხალხის გენოციდის დღე" - თბილისში ჰოლოდომორის 91-ე ხსოვნის დღე აღნიშნეს

25.11.23 12:32
"ეს არის უკრაინელი ხალხის გენოციდის დღე" - თბილისში ჰოლოდომორის 91-ე ხსოვნის დღე აღნიშნეს

თბილისში ჰოლოდომორის 91-ე ხსოვნის დღე აღნიშნეს. ღონისძიება ფრანკლინის კლუბისა და უკრაინის საელჩოს თანამშრომლობით ჩატარდა. შეკრებილ საზოგადოებას უჩვენეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც სტალინის საბჭოთა რუსული ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ორგანიზებული, ხელოვნური შიმშილის გზით, მილიონობით უკრაინელის გენოციდს შეეხებოდა. ფილმის დასრულების შემდეგ, გაიმართა დისკუსიაც.

ეს დღე ყველა უკრაინელისთვის დასამახსოვრებელია, ჰოლოდომორი არის უკრაინელი ხალხის გენოციდის დღე რომელიც საბჭოთა სტალინის რეჟიმმა მოაწყო მეოცე საუკუნეში, რუსეთი ამ ფაქტს არასოდეს არ აღიარებს და დღევანდელ რეალობაში იმეორებს საბჭოთა რეჟიმის ქმედებებს". - განაცხადა უკრაინის ელჩმა.