ფოთში გლოვაა - უკრაინაში დაღუპული მებრძოლი საკუთარ სახლში გადაასვენეს
ფოთში გლოვაა - ქალაქი უკრაინაში დაღუპულ მეომარს ემშვიდობება. ცოტა ხნის წინ ნიკა გელენიძე საკუთარ სახლში გადაასვენეს. 31 წლის მებრძოლის პანაშვიდი ამ წუთებში მიმდინარეობს.
აფხაზეთიდან დევნილი ქართველი მეომარი, პუტინის ჯარისკაცების წინააღმდეგ სექტემბრიდან იბრძოდა. გამოცდილი მეომარი დაბომბვაში იმ დროს მოჰყვა, როცა ბახმუტიდან ქართველი ჯარისკაცის ცხედარი გამოჰქონდა.
3 თვის წინ ისე წავიდა, არავინ იცოდა. იმ გემზე დაიბადა, რომელ გემსაც მაშინ რუსები ბომბავდნენ, გაიზარდა ფოთში და წავიდა უკრაინაში საბრძოლველად. წესიერი და პატიოსანი ბიჭი იყო. მისი ცუდი არავის გაახსენდება. ნამდვილად გმირულად დაიღუპა". - ამბობს დაღუპული მებრძოლის მეზობელი.
ასევე შეგახსენებთ, რომ უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს, 25 წლის ირაკლი ქურციკიძეს, დღეს რუსთავში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ის საქართველოში 23 ნოემბერს, გამთენიისას ჩამოასვენეს.