ტრანსპორტის პრობლემა ქუთაისის აეროპორტში - გიდები დახმარებას ითხოვენ
ქუთაისელი გიდები დახმარებას ითხოვენ - ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ქალაქის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე იაფი ტრანსპორტის დანიშვნას მოითხოვენ.
არსებობს ცნობები, რომ მარშრუტის ღირებულება აღემატება თბილისის ან ბათუმის მიმართულებით დანიშნული ტრანსპორტის საფასურს. ეს გარემოებაა კი გიდების ინფორმაციით, ტურისტებისთვის ქუთაისს ნაკლებად საინტერესოს ხდის.
უკვე მეათე წელია, ამ საკითხის მოგვარებას ბიზნესსექტორი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს, თუმცა მცდელობები ამ დრომდე უშედეგოდ სრულდება.
არსებობს სერიოზული ეჭვი იმის შესახებ, რომ ტაქსისტების დასაქმება ვიღაცას სერიოზულად აწყობს და არ აწყობთ, ამ ადამიანებს შეუშალონ ხელი, დაინიშნონ ავტობუსი ქუთაისსა და აეროპორტს შორის, რადგან ეს მძღოლები სერიოზულ ფულს აკეთებენ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ძალიან უხეშად ემსახურებიან მგზავრებს ან სხვა კომპანიებს, რომლებიც იქ მივლენ. ეს არის ელემენტარული, არა მგონია ქალაქის მერისთვის ეს დიდ პრობლემას წარმოადგენდეს, მაგრამ მხოლოდ დაპირება, დაპირება - აღნიშნა ბიზნესსექტორის წარმომადგენლემა.