სკოლის ბუფეტში აკრძალული პროდუქტები - განათლების სფეროს ექსპერტებს კითხვები უჩნდებათ

25.11.23 15:32
სკოლის ბუფეტში აკრძალული პროდუქტები - განათლების სფეროს ექსპერტებს კითხვები უჩნდებათ

სკოლის ბუფეტებში ჯანსაღი კვება ინერგება - მოზარდებისთვის შედგენილი მენიუდან იშლება ტკბილეულობა, ჩიფსები, მაიონეზიანი, ზედმეტად მარილიანი და ზედმეტად შაქრიანი საკვებიც.

განათლების სამინისტრო გეგმავს, მოზარდების ჯანმრთელობას უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს. თუმცა, განათლების სფეროს ექსპერტებს შეკითხვები აქვთ, კერძოდ, როგორი იქნება ახალი მენიუ და რამდენად ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდება ჯანსაღი კალორიებით სავსე საკვები?

სფეროს სპეციალისტების მხრიდან მთავარ მოთხოვნად რჩება ის, თუ რატომ არ იღებს საქართველოს მთავრობა და განათლების სამინისტრო სკოლებში უფასო საკვებს, რაც ახლა ბევრი მშობლისთვის მნიშვნელოვანია.

დღეს ახლა ჩვენ ამას ვანდობთ იმ ხალხს, რომელსაც სკოლის ბუფეტები იჯარით აქვს აღებული. მათთვის რომ ეს ბიზნესი მომგებიანი იყოს ფასი ხომ შესაბამისი უნდა ჰქონდეს. ესე იგი, რა გამოდის, რომ მოვაშორეთ მავნებელი პროდუქტი და არ მივაწოდეთ ჯანსაღი პროდუქტი, რომელსაც შესაძლოა, ჰქონდეს მაღალი ფასი, ან ვერ მივაწოდეთ, რადგან ამ ფასის პროდუქტს ბავშვი ვერ შეიძენს. ერთი წელია ვსაუბრობთ უფასოდ კვებასთან დაკავშირებით, რომ ბავშვებს მივაწოდოთ უფასოთ მათთვის სასარგებლო საკვები, ეს გადაწყვეტილებაა მისაღები" - აღნიშნა სფეროს ექსპერტმა.