20 წლის ფეხბურთელის საქმე - გაუშვებს თუ არა სასამართლო ციხეში ბრალდებულ ექიმს

25.11.23 17:40
20 წლის ფეხბურთელის საქმე - გაუშვებს თუ არა სასამართლო ციხეში ბრალდებულ ექიმს

რა აქვს სათქმელი ბრალდებულ ექიმს? თბილისის საქალაქო სასამართლოში ვახო ჩარკვიანის საქმეზე პროცესი იმართება. ქეთევან ცერცვაძეს, სახელმწიფო ბრალდება დაუდევრობას ედავება, რამაც 20 წლის კოვიდინფიცირებული ფეხბურთელის გარდაცვალება გამოიწვია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ქალი დარბაზიდან გათავისუფლდეს, რადგან პროკურატურა არა თუ პატიმრობას, არამედ გირაოს შუამდგომლობას აყენებს.

ჩარკვიანების ოჯახში ფიქრობენ რომ მხოლოდ ერთი ექიმის პასუხისგებაში მიცემა, ვერაფერს შეცვლის, რადგან ამ დრომდე დაუსჯელები არიან სხვა მედ-პერსონალი.

ჩემი ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალდება გირაოთი შედის აღნიშნულთან დაკავშირებით. იმისი მოლოდინი და ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ პატიმრობით შედიოდეს, ნამდვილად არ მაქვს, რადგან მოგეხსნებათ რა სისტემასთან გვაქვს საქმე. მაგრამ იმედს გამოვთქვამ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ქალბატონი, რომელიც აქ არის და სავარაუდოდ, დაჯდება საბრალდებო სკამზე, სულ მალე იხილავს ციხის კედლებს. მე ამ საქმეს თავს შევაკლავ და აუცილებლად დავდებ იმ მტკიცებულებას, რომ საზოგადოებამ იცოდეს, მომავალში თქვენ რომ პაციენტები გახდეთ, არ უნდა მიხვიდეთ იმ ჯალათ ექიმებთან, რომლებიც დღეს საბრალდებო სკამზეა". - ამბობს გარდაცვლილი მამა.

ადვოკატ ზაზა ხატიაშვილი დღევანდელ სასამართლოსგან შოუს მოლოდინშია და ამბობს, რომ პროკურატურა პასუხისგებაში არ აძლევს მთავარ დამნაშავეებს.

მე ვფიქრობ, რომ ეს არის სამარცხვინო პროცესი. პროკურატურა გვთავაზობს შოუს. პროკურატურა პასუხისგებაში არ აძლევს მთავარ დამნაშავეებს. კერძოდ, 21 დღის განმავლობაში ავადმყოფს გაუკეთეს ათასამდე ამპულა ნარკოტიკი. ამ ფაქტებს ჩქმალავს, ხელს აფარებს პროკურატურა. საბრალდებო სკამზე უნდა დასხდნენ ის პირები, რომლებმაც ნარკოტიკი გაუკეთა დოზაზე მეტი ადამიანს. ექსპერტები გვეუბნებიან ჩვენ, რომ 1000 ამპულა ნარკოტიკი რომ გაუკეთო სპილოს, ის ვერ გაუძლებს ამხელა დოზას" - აღნიშნა ადვოკატმა.

პროკურატურის ცნობით, "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის" თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა პაციენტს არასათანადო მკურნალობა ჩაუტარდა, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.

20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კლინიკაში შეყვანისას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა მისი ოჯახის განცხადებით, გარდაცვალებამდე ჩარკვიანს ვირუსი დამარცხებული ჰქონდა.