აქცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან - რაჭის ტყის მცველები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

25.11.23 17:28
აქცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან - რაჭის ტყის მცველები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

რაჭის ტყის მცველები გარემოს დაცვის სამინისტროსთან იკრიბებიან - აქტივისტები ოთარ შამუგიასგან პასუხების მოლოდინში ამ დრომდე არიან. უკვე ერთი კვირაა, საზოგადოება სიცივეში ქუჩიდან აპროტესტებს ხალხის კუთხვილი მიწების გასხვისებას.

"მოგვეცით კარვების გაშლის უფლება, მოგვეცით პლედების შემოხვევის უფლებაა" - ასეთი ელემენტარული მოთხოვნების შესრულებაზე ამბროლაურიდან თბილისში ჩამოსულ ადამიანებს პოლიცია უარს ეუბნება. 

აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი "პირველებთან" საუბრის დროს აცხადებს, რომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ოთარ შამუგიას ეკისრება.

ვითხოვთ მინისტრის მოსვლას კონკრეტულად დღეს, რომ აქციაზე გაეცეს ყველა იმ კითხვას პასუხი, რომელიც დაგროვდა. რატომ არ გვეძლევა, პირველ რიგში, პროტესტის უფლება, რატომ გვისწორდება პოლიცია ასე რეპრესიულად. არ გვისახელებენ არც კანონის მუხლებს და არც არაფერს, უბრალოდ დამოკიდებულებაა მათგან ასეთი, რომ ხმის ამოღება არ შეიძლება. ვფიქრობ, რომ იმ ლიცენზიის გაუქმების, პოლიციის დამოკიდებულებისა და საერთოდ, კარვის გაშლის ნაწილშიც, რაც აქ ხდება, ყველაფერ ამაზე პასუხისმგებელია ამ უწყების ხელმძღვანელი" - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.