რუსული ტყვეობის მეოთხე დღე - აძვიდან გატაცებული ქართველების ოჯახები დახმარებას ითხოვენ
რუსული ტყვეობის მეოთხე დღე - სოფელ აძვიდან გატაცებულიი სამი მამაკაცი ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩება. ხვიჩა და დიმიტრი კორინთელები და გიორგი მელაძე რუსმა ფორმიანებმა 23 ნოემბერს გაიტაცეს. გიორგობის დღესასწაულზე საოკუპაციოო ხაზთან მცხოვრები მამაკაცები სოფლის სალოცავში სანთლის დასანთებად ავიდნენ, თუმცა მოულოდნელად ისინი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.
სუსმა განცხადება მხოლოდ გუშინ გაავრცელა. გატაცებული მამაკაცების ოჯახები კი უკანონო პატიმრების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პირადი წყაროებით იგებენ.
"პირველები" გატაცებულების ოჯახის წევრებს ესაუბრა. კორინთელები ამბობენ, რომ ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას ცხინვალში მცხოვრები ნათესავებისგან იგებენ.
სალოცავში იყო ასული. უბრალოდ, წავიდნენ, სანთლები უნდა დაენთოთ. საშინაო ფორით არიან ეგრევე წასულები. სანთლებს დავანთებთო დედასთვის უთქვამთ და ახლავე მოვრბუნდებითო და რომ აღარ მობრუნდნენ, მერე მოუკითხავს და უთქვამთ, რომ წაიყვანესო. როდემდე უნა იყოს ეს უბედურება? საზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს? შენს მიწაწყალზე, შენს სალოცავში ვერ მიხვიდე, შენი მიცვალებულის საფლავზე ვერ მიხვიდე, ეს უბედურება როდემდე უნდა გაგრძელდეს? დავუკავშირდით, ნათესაობა გვყავს იქითკენ, მივიდნენ, კარგად არიან, - ამბობს ოჯახის წევრი.