ტყის მცველების პროტესტი გრძელდება - გარემოს დაცვის სამინისტროსთან კარავი გაშალეს
გარემოს დაცვის სამინისტროსთან კარავი გაშალეს. რაჭის ტყის მცველებიის ერთი მოთხოვნა უკვეე შესრულებულია. ხალხის კუთვნილი მიწების დასაცავად ამბროლაურიდან თბილისში ჩამოსული ადამიანების პროტესტი გრძელდება.
აქტივისტები ამ დრომდე ელოდებიან ოთარ შამუგიას პასუხებს. გაჩნდა მოლოდინი, რომ მინისტრი პირისპირ სასაუბროდ მზად არის, თუმცა შეხვედრის თარიღი ისევ არ ინიშნებაა. უკვე მეორე კვირაა, აქტივისტები თბილისიდან ითხოვენ პასუხებს, რა გეგმა აქვს სახელწმიფოს რაჭის ტყესთან დაკავშირებით და როდის გაუქმდება საბოლოოდ 49 წლით გაცემული ლიცენზია?
ფაქტია, რომ რაც ახლა ჩემს უკან დგას, ეს გადახურული, ამის დადგმას დასჭირდა 11 ადამიანის დაჭერა და ერთკვრიანი შეხლა-შემოხლა პოლიციასთან, რომელიც პლედს დასდევს, რაღაც ცელოფანს და ა.შ. გამოითქვა მინისტრის მოადგილის მხრიდან ინიციატივა დავარქვათ, კომუნიკაციის ღიაბოსთან დაკავშირებით, რომ ღია არიან კომუნიკაციისთვის. ველოდებით ამ ნაწილშიც როგორ გავითარდება მოვლენები. ჩვენ ვხედავთ, რომ პარალელურად გუშინ ჩვენი აქციისა, ხიდაშალის წარმომადგენლები იყვნენ რაჭაში ჩასული და ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებოდნენ და უხსნიდნენ, რა კარგია სამონადირეო მეურნეობა და ვხედავთ, რომ იქ ალტერნატიულ მოძრაობას იწყებენ, - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.