წვიმა, ზვავსაშიშროება და 5-6 ბალიანი შტორმი - საქართველოში ამინდი გაუარესდება

26.11.23 12:39
წვიმა, ზვავსაშიშროება და 5-6 ბალიანი შტორმი - საქართველოში ამინდი გაუარესდება

წვიმა, ზვავსაშიშროება და 5-6 ბალიანი შტორმი - 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება. განცხადებას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა, - ნათქვამია ინფორმაციაში.