"დისკრიმინაციის მსხვერპლნი ვართ" - კულტურის მინისტრი არექოლოგებს გათხრებზე ნებართვას არ აძლევს
არქეოლოგებს გათხრებზე ნებართვას კულტურის სამინისტრო არ აძლევს. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს: სპეციალისტები, რომლებმაც ცუცხვათის მღვიმე უნდა გამოიკვლიონ, წულუკიანის მიერ რპრესირებული არქეოლოგები არიან. გიორგი ბიძინაშვილი და ნიკოლოზ წიქარიძე მინისტრმა წულუკიანმა ეროვნული მუზეუმიდან განსხვავებული აზრის გამო დაითხოვა. მეცნოერები აცხადებენ, რომ ანგარისშწორების გამო კულტურული მემკვიდრეობა ნადგურდება.
ოროზმანიში ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში იპოვეს უძველესი ადამიანის კბილი. მისი კვლევა კი კულტურის მინისტრის ბრძანებით იბლოკება.
მე, უბრალოდ, არ მაძლევდნენ ნებართვას. არქეოლოგიური გათხრები აუცილებლად იყო ჩასატარებელი, იყო ვალდებულება რუსთაველის ფონდის. უცხოელი მეცნიერები ჩამოდიოდნენ. მიუხედავად ხელის შეშლისა, 2022 წელს ჩავატარეთ, აღმოვაჩინეთ ადამიანის კბილი. ამან საერთოდ გააღიზიანა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო და კულტურის მინისტრი, როგორც ვიცით. მას შემდეგ, უკვე 2023 წელს მე საერთოდ აღარ მომცეს იქ გათხრების ნებართვა. ამით თავის დაიზღვიეს, რომ აღარ იქნებოდა ახალი აღმოჩენა, ახალი ადამიანის ძვლებს ვეღარ ვიპოვიდით. მაისი ბოლოს შევიტანეთ დოკუემნტაცია. უნდა აგვეწყო გათხრები 3 ივლისს, 25 სექტემბერს უნდა აგვემთავრებინა და ჩვენ არანაირი პასუხი ნებართვის შესახებ და არ მიგვიღია არც დადებითი და არც უარყოფითი. ამით დაირღვა კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ. ჩემი და ნიკოლოზ წიქარიძის უფლებები შეილახა და ვართ დისკრიმინაციის მსხვერპლი, - ამბობს გიორგი ბიძინაშვილი.