სავარაუდოდ, ქალზე ძალადობის ბრალდებით ქართველი რეპერი კაბუ დააკავეს
სავარაუდოდ, ქალზე ძალადობის ბრალდებით, ქართველი მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ დააკავეს. ინფორმაციას შსს ადასტურებს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მსახიობს ხელბორკილები აეროპორტის გზაზე იმ დროს დაადეს, როდესაც ის მეგობარ ქალზე ძალადობდა.
მომღერლის მეგობრები ეჭვობენ, რომ კახა აბუაშვილს პროვოკაცია მოუწყვეს.
კარგად ვიცნობ, ბავშვობიდან ერთად ვართ. მსგავსი რარაცეები პირველად მესმის, არ მგონია, მართალი იყოს, - ამბობს ახლობელი.
საგამოძიებო უწყება დაკავებულ რეპერს ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება: გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს და 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.
არ არის გამორიცხული, რეპერს ბრალი დღესვე წარუდგინონ.