ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიას საქართველოც უერთდება
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიას საქართველოც უერთდება. პირველი ღონისძიება მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გახსნა. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქალაქებსა და სოფლებში ხშირია ქალების ჩაგვრის შემთხვევები. მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ნებისმიერი ძალადობის შემთხვევაში, მათ შორის, ოჯახური ძალადობის დროსაც, დახმარება სთხოვონ სამართალდამცველებს.
შევიკრიბეთ მარნეული მერიაში სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები, რათა ვისაუბროთ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საქართველოში, მასზე რეაგირების მექანიზმებზე ვისაუბროთ, რომელიც უკვე არსებობს და საკმაოდ კარგად მუშაობს საქართველოში. ჩვენ რეფერირები მექანიზმზეგავამახვილეთ ყურადღება და კოორდინაციაზე გავამახვილეთ ყუარდღება თუ რა უნა გააკეთონ სახელმწიფო უწყებებმა, რომ კოორდინაცია კიდევ უფრო გაუმჯობესებული იყოს, რომ რეაგირება ქალტა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოსი იყოს ძლიერი და თითოეული ქალი, თითოეული გოგონა იყოს დაცული საქართველოში, - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია.