გელათის მდგომარეობა საგანგაშოა - ტაძარში ისევ წყალი ჩადის

26.11.23 17:23
გელათის მდგომარეობა საგანგაშოა - ტაძარში ისევ წყალი ჩადის

გელათში წყალი ისევ ჩადის. კულტურის სამინისტრომ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ისტორიული ტაძრის გუმბათი დროებითი სახურავით დაეფარა. ამის გამო რთული მდგომარეობაა ტაძრის შიგნითაც. არაკომპეტენტურობის და არასწორად ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ისედაც დაზიანებული მხატვრობა იშლება.

სპეციალისტები გელათის განადგურებაზე პასუხისმგებლობას პირადად თეა წულუკიანს აკისრებენ.

გელათის სამიეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მათ მთავარ მიზანს ახლა ტაძრის კედლების გამოშრობა წარმოადგენს. მისი თქმით, ამას წლები დასჭირდება.

რამდენიმე რამეა მნიშვნელოვანი" ერთი, ყოფილიყო ძალიან დეტალური კვლევა, რომ მომზადებულიყო ის საჭირო კონსტრუქცია, რომლითაც მოხდება დროებიი გადახურვა. ეს პროექტი გადაგზავნილია მსოფლიოს მემკვიდრეობის ცენტრში, რათა მათგან მიღებული იყოს დასკვნა. რეკომენდაცია გახლავთ, რომ გამოშრობის გარეშე არ შეიძლება... გაზაფხულზე თქვენ დაინახავთ უკვე დროებით გადახურვას, რომლის მომზაება ამ წუთში მიმდინარეობს. ასევე დაიწყება ძალიან დეტალური მუშაობა როგორც მოზაიკაზე, ასევე კედლის მხატვრობაზე, - ამბობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.