მუქარა და ძალადობა ქალზე - რეპერი კაბუ დანაშაულის მომენტში დააკავეს
ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია კაბუ. ცნობილი მომღერალი ახლა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის წარდგენას ელოდება. გამოძიება ორი მუხლითაა დაწყებული. კახა აბუაშვილს ძალადობის გარდა მუქარასაცც ედავებიან.
"პირველების" ინფორმაციით, რეპერი აეროპორტის გზაზე გამთენიისას იმ დროს აიყვანეს, როცა ქალს სცემდა. პოლიცია დანაშაულის თვითმხილველი შემთხვევით გახდა.
სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა დაზარალებულმა.მომღერლის მეგობრების ნაწილი ეჭვობს, რომ კაბუს პროვოკაცია მოუწყვეს.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.