პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

17.06.21 10:25
პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი 46 წლის მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. კაცი მრავლობითი მოტეხილობით გერმანულ ჰოსპიტალშია მოთავსებული. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

აღენიშნება სხეულის მრავლობითი დაზიანებები, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მარცხენა ორმხრივი პნევმოტორაქსი, სხივისა და იდაყვის ძვლის მოტეხილობა, პაციენტი იმყოფება აპარატულ სუნთქვაზე", - განაცხადა ექიმმა.

თბილისში, წერეთელის ქუჩაზე მდებარე  პოლიციის შენობიდან, 46 წლის ლევან გაჩეჩილაძე  გადმოხტა. tvpirveli.ge-ის ინფორმაციით, მამაკაცს ოჯახური ძალადობის საქმეზე კითხავდნან. უფრო კონკრეტულად, გაჩეჩილაძეს ყოფილმა ცოლმა უჩივლა, გუშინ კი მისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერის პროცედურა მიმდინარეოობდა, როცა ეს უკანასკნელი აღელდა და შენობიდან გადმოხტა.