სარფში კონტრაბანდულად 56 253 ლარზე მეტი ღირებულებულების ოქრო შემოიტანეს - დაკავებულია სომხეთის 2 მოქალაქე

18.06.21 10:12
სარფში კონტრაბანდულად 56 253 ლარზე მეტი ღირებულებულების ოქრო შემოიტანეს - დაკავებულია სომხეთის 2 მოქალაქე

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე სომხეთის 2 მოქალაქე დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა "სარფის" გამშვები პუნქტის გავლით სამალავების გამოყენებით კონტრაბანტული ნაკეთობები შემოიტანეს. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 508.66 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება 56 253 ლარს აღემატება.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები