ფიზიკური დაპირისპირება ვარკეთილში - კაზინო 777-ის დაცვამ მოქალაქე სცემა

18.06.21 10:17
ფიზიკური დაპირისპირება ვარკეთილში - კაზინო 777-ის დაცვამ მოქალაქე სცემა

ვარკეთილში კაზინო 777-ის დაცვის თანამშრომლებმა მოქალაქე სცემეს. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში, მოხდა. დაზარალებულის ინფორმაციით, ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე ის  დაცვამ სამორინედან  გააგდო, რა დროსაც მან კაზინოს თანამშრომლებს შეურაცხმყოფელი ფრაზა მიაძახა. 

დაზარალებული კაზინოს თანამშრომლების მხრიდან შურისძიებაზე საუბრობს და ამბობს, რომ სწორედ ამ ფრაზის გამო იძიეს მასზე შური კაზინო 777-ის დაცვის თანამშრომლებმა. 

რამდენიმე დღის უკან გამომაძევეს ე.წ. კაზინო 777-დან ვარკეთილის ფილიალიდან და რომ ვკითხე რაზე, აი, ასე მინდაო, დღეს უნდა დაისვენეო. დაახლოებით 7 -ის ნახევარი იქნებოდა, აი, ბიბლუსთან ვიდექი, მივდიოდი ვარკეთილშ ვცხოვრობ, მეორე მიკროში, ლეკვისთის უნდა მეჭმია, ჩერდება დაცვის „ვიქტორიის“ მანქანა, გადმოდის კაზინო 7770-ის დაცვის ორი თანამშრომელი, ერთ-ერთს კარგად ვიცნობ და ულაპარაკოდ, უსიტყვოდ დამცხეს, უმოწყალოდ მცემეს, - ამბობს მოქალაქე. 
 

ინციდენტის შემდეგ მოქალაქემ ადგილზე პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცველები ფაქტით არც კი დაინტერესდნენ.  

საპატრულო მალე მოვიდა, მაგრამ აზრი რა არის? ისინი უკვე წასულები იყვნენ. საპატრულო მოვიდა, ვთქვით, რა მოხდა, ასე, ასე,ჩაიწერეს და წავიდნენ... პროტესტის ნიშნად ხელიც აღარ მომიწერია. სანამ საპატრულო და კრიმინალური პოლიცია მოვიდოდა, მოვიდა აქ აგენტი თეთრი ტაქსით, პრიუსით და რატომ აგინებდიო, ახლა გამომძიებელმა დამირეკაო და დაიწყო გამოძიებაო, - ამბობს დაზარალებული.

ცოტა ხნის წინ ნაცემ მამაკაცს გამომძიებელი დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამის მიუხედავად, ადგილზე სამართალდამცველები არ გამოჩენილან. 

ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ კაზინო 777-ის თანამშრომლები.