კაცმა აცრის გამო ცოლი სცემა - ორგანიზაცია "საფარი"

18.06.21 10:21
კაცმა აცრის გამო ცოლი სცემა - ორგანიზაცია "საფარი"

კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელის,  ბაია პატარაიას, ინფორმაციით, მამაკაცმა აცრის გამო ცოლს სცემა. ამის შესახებ პატარაია სოციალურ ქსელში წერს.

შემთხვევა გუშინ მოხდა. პატარაიას ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა.  

კაცმა ცოლი აცრისთვის ისე სცემა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით კბილები ჩაულეწა. ქალი ისეთი შეშინებული იყო, ძლივს დავარწმუნეთ, რომ პოლიციისთვის ეთქვა“, - წერს პატარაია.