შეუსრულებელი პირობები - რიონის ხეობის მცველებს გადაადგილების უფლებას ისევ არ აძლევენ

18.06.21 11:37
შეუსრულებელი პირობები - რიონის ხეობის მცველებს გადაადგილების უფლებას ისევ არ აძლევენ

რიონის ხეობაში გადაადგილება კვლავ შეზღუდულია და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს იქ შესვლის უფლება ამ დრომდე არ ეძლევათ. რკინის ჯებირების აღების მიუხედავად, თავისუფალი გადაადგილების საშუალებას პოლიცია რიონის მცველებს არ აძლევს. დღეს, 5 საათზე, საპროტესტო აქციის მონაწილეები ევროკავშირის წარმომადგენლებთან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ.

შეთანხმება იყო, რომ უნდა დავბრუნებულიყავით ხეობაში ბარიკადების აღებასთან ერთად, შემდეგ მოხდა ისე, რომ ბარიკადები აიღეს, მაგრამ გადაადგილების შესაძლებლობა არ მოგვეცა. ამიტომ  კომპანიასაც არ მივეცით, ბუნებივია, შესვლის უფლება ხეობაში. შემდეგ ამას მოჰყვა სპეკულაციები, თითქოს ჩვენ არ ვასრულებთ პირობებს და ხელისუფლება ასრულებს, დღეს გვაქვს 5 საათზე ზუმის ჩართვა და უნდა ვისაუბროთ სხვა შეუსრულებელ პირობებზე. შინაარსობრივად თუ არ შეიცვალა ჩვენთვის საკითხი, ვირტუალურად იქნება ბარიკადი, თუ რეალურად, ამას მნიშვნელობა არ აქვს", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი. 

შეგახსენებთ, რომ რკინის ბარიკადები რიონის ხეობაში გუშინ აიღეს.