მელაშვილისა და ილიჩოვას მსჯავრდება ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს - ომბუდსმენის ხმაურიანი ანგარიში
პარლამენტში საათზე მეტია, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის ხმაურიან ანგარიშს ისმენენ. ომბუდსმენმა სხვა გახმაურებულ და პოლიტიკურ საქმეებთან ერთად კარტოგრაფების საქმეზეც ისაუბრა. მისი თქმით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე კანონიერების პრინციპს ეწინააღმდეგება.
სახალხო დამცველის შეფასებით, მელაშვილისა და ილიჩოვას მსჯავრდება ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს, რადგან მათ მოქმედებაში არ იკვეთება რაიმე ტიპის აკრძალული ელემენტი, ანუ ბოროტი განსაზღვრა. ამ საქმეზე სისხლის სამართლებრივი პროცედურის დაწყება დაემთხვა წინასაარჩევნო პერიოდს. მართალია, ბრალდებულები არ იყვნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები, თუმცა მათი საქმე პოლიტიკური განხილვის და ბრალდებების მთავარ საბაბად იქცა. ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას შესაძლოა, ჰქონდეს პოლიტიკური, ან სხვა არასამართლებრივი მოტივი, რამაც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე კანონიერი მოტივი გადაწონა, - განაცხადა ლომჯარიამ.
ომბუდსმენის ანგარიშში გიორგი შაქარაშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის, ლუკა სირაძის, ხორავას ქუჩის და კარტოგრაფების საქმეები მოხვდა. ნინო ლომჯარიამ ასევე, ნინოწმინდის პანსიონთან დკავშირებითაც ისაუბრა.