მონიტორინგი ცხადჰყოფდა ბავშვის ფიზიკური დასჯის შემთხვევებს - ომბუდსმენის ანგარიში ნინოწმინდის პანსიონზე

18.06.21 12:01
მონიტორინგი ცხადჰყოფდა ბავშვის ფიზიკური დასჯის შემთხვევებს - ომბუდსმენის ანგარიში ნინოწმინდის პანსიონზე

საკუთარ ანგარიშში სახალხო დამცველმა ბოლო დროის ყველაზე რეზონანსული საქმეც შეიტანა. საქმე ეხება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის სკანდალს. სახალხო დამცველმა იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომელიც მისმა აპარატმა 2015-2018 წლებში მონიტორინგის შედეგად  აღმოაჩინა.

არა ერთ ანგარიშში მივუთითებდი ნინოწმინდის პანსიონში არსებულ მადგომარეობაზე. 2015-2018 წლებში ჩატარებული მონიტორინგი ცხადჰყოფდა ბავშვის ფიზიკური დასჯის შემთხვევებს, ასევე, სოციალურ იზოლაციას და მათი საჭიროებებს გაუთვალისწინებლობას. საგანგაშო იყო განსაკუთრებით ის, რომ ჩვენ ბოლო ვიზიტის ფარგლებში აღმოვაჩინეთ, რომ სოციალური მუშაკიც კი  10 თვის განმავლობაში ვერ შედიოდა დაწესებულებაში, იქ, სადაც სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდნენ ბავშვები, - განაცხადა ლომჯარიამ. 
 

პარლამენტის ადამიანის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის ხმაურიან ანგარიშს ისმენენ.  ომბუდსმენის ანგარიშში ნინოწმინდის პანსიონის გარდა, გიორგი შაქარაშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის, ლუკა სირაძის, ხორავას ქუჩის და კარტოგრაფების საქმეებიც მოხვდა.