საბჭომ უნდა დაასაბუთოს, რა გავლენას ახდენს გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელებაზე - ლომჯარია

18.06.21 12:18
საბჭომ უნდა დაასაბუთოს, რა გავლენას ახდენს  გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელებაზე - ლომჯარია

უწყებათაშორისმა საბჭომ უნდა დაასაბუთოს, რა გავლენას ახდენს  გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების შეკავებაზე - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საბჭომ საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რა გავლენას ახდენს "კომენდანტის საათი" ვირუსის გავრცელებაზე. 

რაც შეეხება თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას ქვეყანაში, ამ მხრივ ჩვენ ყურადღება გვაქვს გამახვილებული ამ დრომდე მოქმედ „კომენდანტის საათის“ პრობლემურობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის მარტის მდგომარეობით, პანდემიასთან დაკავშირებული მთელი რიგი შეზღუდვები მოიხსნა, საქართველოს მთავრობას არ წარმოუდგენია კონკრეტულ მეცნიერულ მეთოდზე დაფუძნებული დასაბუთება, თუ რატომ დარჩა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის დატოვების გარდაუვალი საჭიროება და მიგვაჩნია, რომ უწყებათაშორისმა საბჭომ უნდა დაასაბუთოს და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს კონკრეტულ საათებში გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების შეკავებაზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.