მილიონ 600 ათასი ლარი რემონტისთვის - ცესკო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას უკონკურსოდ ითხოვს

18.06.21 12:19
მილიონ 600 ათასი ლარი რემონტისთვის - ცესკო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას უკონკურსოდ ითხოვს

მილიონ 600 ათასი ლარი რემონტისთვის - საარჩევნო ადმინისტრაცია ითხოვს, კოლოსალური თანხა ერთ პირთან მოლაპარაკებით დახარჯოს. თამარ ჟვანიამ  უარი შესყიდვების სააგენტოსგან უკვე მიიღო. ცესკო-ს თავმჯდომარე მაშინ 900 ათას ლარს ითხოვდა, ამჯერად კი ორჯერ მეტი ფულის საჭიროება გაუჩნდა. თამარ ჟვანიას მთავარი პირობაა, რომ თანხა უკონკურსოდ დაიხარჯოს. 

თანხის მოთხოვნას ცესკო მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების და  კომისიებში დამატებული ოპოზიციის წარმომადგენლობით ხსნის, არადა, თამარ ჟვანიამ ისედაც იცოდა, რომ შემოდგომაზე არჩევნები ჰქონდა ჩასატარებელი.

 მკვლევარები კორუფციულ რისკებსა და არაპროფესიონალიზმზე საუბრობენ. 

წინა მოთხოვნაზე, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისწერა შესყიდვების სააგენნტოს და მოსთხოვა 900 ათას ლარზე გადაუდებელი აუცილებლობა, ჩვენ ვეუბნებოდით ცესკოს, რომ ეს იყო დაუსაბუთებელი და გვქონდა პრეტენზია, ის, რომ რატომ არ იყო ეს ყველაფერი გათვალისიწინებული წლის დასაწყისში. ზუსტად იგივე არგუმენტით შესყიდვების სააგენტომ უთხრა უარი და წერილი საერთოდ დატოვა განუხილვევლი. დღეს კვლავ იგივე მოთხოვნით, ოღონდ ამჟამად გაზრდილი თანხით, მილიონ 600 ათასს ითხოვს, დაემატა ოლქების რაოდენობა და არგუმენტი არის იგივე, რომ  რომ მოდის არჩევნები და გვჭირდება თანხა რემონტისთვის. გამარტივებული ტენდერი არის გაუმჭვირვალე ტენდერი.  მათ აქვთ უფლება, რომ მისცენ ტენდერი და გაუფორმონ ხელშეკრულება იმ კომპანიას, რომელ კომპანიაც სურთ და გამომდინარე აქედან, ძალიან მაღალია კორუფციული ეჭვი, - ამბობს ბესიკ დონაძე. 
 

მსგავსი სიახლეები