ავარია ზესტაფონთან - გარდაცვლილია ერთი პირი
მსხვერპლით დასრულდა იმერეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა - ზესტაფონის რაიონის სოფელ წევაში სატვირთო მიკროავტობუსი სატვირთოს დაეჯახა. ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.