არავითარი სანქციები მოსამართლეების წინააღმდეგ გამოყენებული არ იქნება - გვრიტიშვილი

18.06.21 15:42
არავითარი სანქციები მოსამართლეების წინააღმდეგ გამოყენებული არ იქნება - გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დიმიტრი გვრიტიშვილი, ოპოზიციის ინიციატივას ეხმიანება და ამბობს, რომ ვერავითარი სანქციები მოსამართლეებს ვერ დაუწესდებათ. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებით დაკომპლექტების პროცესი საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, შესაბამისად,  მის შეჩერებას ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეთანხმებაც ვერ უზრუნველჰყოფს,  როგორიც შარლ მიშელის დოკუმენტია. 

არავითარი სანქციები ინდივიდუალური მოსამართლეების წინააღმდეგ გამოყენებული არ იქნება. ვერავითარი სამართლებრივი აქტი, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეთანხმება, ჩვენთვის სავალდებულო ძალის მქონე ვერ იქნება, პირიქით, ჩვენ მოქმედი კანონმდებლობა გვავალდებულებდა, რომ ეს პროცედურები გაგვეგრძელებინა. მითითება რომელიმე სახელისუფლო შტოსგან, ეს იქნება პარლამენტი, თუ აღმასრულებელი ხელისუფლება, ვერ იქნება, ვერ დაიშვება, რომც იყოს ასეთი მითითება, სასამართლო ხელისუფლება ამ მითითებას არ შეასრულებს, - ამბობს დიმიტრი გვრიტიშვილი. 

დამოუკიდებელი ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი, დღეს ე.წ. კლანის მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა. 
 

მსგავსი სიახლეები