შსს-მ პრაიდის კვირეულზე გამოხატვის თავისუფლების დაცვა უნდა უზრუნველყოს - ომბუდსმენი

18.06.21 16:29
შსს-მ პრაიდის კვირეულზე გამოხატვის თავისუფლების დაცვა უნდა უზრუნველყოს - ომბუდსმენი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას, განცხადებით, ბოლო წლებში ლგბტ თემს და მის მხარდამჭერებს საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციაში ხელი ეშლებათ. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ  პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა.  ლომჯარია მოითხოვს,  შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვას, რა გააკეთა ლგბტ თემისა და მისი მხარდამჭერი ჯგუფების კონსტიტუციური უფლებების დასაცავად. 

ბოლო წლებია, ხელი ეშლება ლგბტ თემს და მის მხარდამჭერებს საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციაში, შეკრებისა და მანისფესტაციის თავისუფლად განხორციელების რეალიზაციაში. ვფიქრობ, შსს-მ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, რა გააკეთა იმისთვის, რომ ამდენი წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი საფრთხე მუდმივად არსებობს, ეს საფრთხეები დაზღვეული იყოს. არ შეიძლება ყოველწლიურად გვესმოდეს იმის შესახებ, რომ არსებობს კონკრეტული საფრთხეები და თუ საფრთხეები არსებობს, მაშინ უნდა გვესმოდეს, რას აკეთებს პრევენცისითვის სამართალდამცავი ორგანოები, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, მითუმეტეს, რომ შეკრებების შესახებ წინასწარ არის გაცხადებული და ამ შემთხვევაში, პრევენციული ღონისძიებების გატარება უფრო მეტად რეალისტურია. ამიტომ, ველოდებით,რომ სამართალდამცავი ორგანოები პრევენციულად უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლების დაცვას“, - თქვა ლომჯარიამ.