პოლონეთის პოლიციამ ტბაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე იპოვა

18.06.21 17:23
 პოლონეთის პოლიციამ ტბაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე იპოვა

1 კვირიანი ძებნის შემდეგ საქართველოს მოქალაქე, 26 წლის დიტო ხელხელაური, პოლონეთში, ტბაში გარდაცვლილი, იპოვეს.

შოკისმომგვრელი ამბავი ოჯახმა ცოტა ხნის წინ გაიგო. ვარშავაში გაუჩინარებულ 24 წლის ახალგაზრდას კვირაზე მეტია, ეძებდნენ. ოჯახის წევრების თქმით, დიტო ხელხელაური 4 წელია, პოლონეთში სამუშაოდ იყო წასული. ახლობლების ვარაუდით, ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარება გოგოსთან ურთიერთობას უკავშირდება.