არსებობს ეჭვები, რომ გამოძიება თავიდანვე არასწორად წარიმართა - ნიკა სიმონიშვილი

18.06.21 17:44
არსებობს ეჭვები, რომ გამოძიება თავიდანვე არასწორად წარიმართა -  ნიკა სიმონიშვილი

,,საია"-ს თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი, ამბობს, რომ "ნოდარ მელაძის შაბათში" გასული სკანდალური ჩანაწერების საქმეზე გამოძიება თავიდანვე არასწორი მიმართულებით წარიმართა. 

იმ პირობებში, როცა პროკურატურის მიმართ ნდობა ზოგადად დაბალია და როდესაც ეჭვებია იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურა ლოიალურია, რა თქმა უნდა, აქ კითხვები იარსებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწორად მიმდინარეობს ზოგადად გამოძიება. ეს კითხვები გაჩნდა მაშინაც, როდესაც გამოძიება დაიწყო უკანონო ჩაწერასთან დაკავშირებით და არა იმ სავარაუდო ძალადობასთან მიმართებით"-აცხადებს სიმონიშვილი.

ცნობისთვის, პროკურატურა დღევანდელ ბრიფინგზე ამტკიცებდა, რომ ჩანაწერი 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში არის გაკეთებული, მაშინ როცა ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" იყო. 

შეგახსენებთ, რომ სკანდალური აუდიოჩანაწერი "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში 6 მარტს გავიდა. აუდიოჩანაწერში ბერა  ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს კონკრეტულ დავალებებს აძლევს, როგორ დასაჯონ ის პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მიმართ უარყოფით კომენტარებს წერენ. საუბრიდან ასევე ირკვევა, რომ "სადამსჯელო ოპერაციებს" ანზორ ჩუბინიძე პირადად ატარებდა და ანგარიშს ოლიგარქის შვილს აბარებდა.