უგონო მდგომარეობაში იყო - მინდია გოგოჭური ჰოსპიტალიზებულია

18.06.21 18:14
უგონო მდგომარეობაში იყო - მინდია გოგოჭური ჰოსპიტალიზებულია

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, ყოფილი სიძე, მსჯავრდებული მინდია გოგოჭური პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

ტვ პირველს ადვოკატმა გიორგი ანთაძემ დაუდასტურა, რომ მინდია გოგოჭური ციხიდან კლინიკა ,,ვივა-მედში" გადაიყვანეს.

უგონო მდგომარეობაში იყო" - აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატის ინფორმაციით, გოგოჭური ქუთაისის მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში  30 დღის განმავლობაში შიმშილობდა, რითაც, მისი თქმით, უკანონო პატიმრობას აპროტესტებდა. 

მინდია გოგოჭური 2020 წლის 19 ივლისს იარაღის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.