უბედური შემთხვევა სკოლის ექსკურსიაზე - შაორის ტბაში 14 წლის მოზარდს ეძებენ
ტვ პირველის ინფორმაციით, შაორის ტბაში გაუჩინარებულ 14 წლის მოზარდს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა სკოლის ექსკურსიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. თვითმიხლველები ყვებიან, რომ ბავშვი ტბასთან ფოტოს იღებდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.