როგორ შეიძლება ვისაუბროთ მშვიდობაზე, როდესაც ერთი მეორეს მიყოლებით გვიკლავენ საქართველოს მოქალაქეებს? - ბოკუჩავა
როგორ შეიძლება ვისაუბროთ მშვიდობაზე, როდესაც ერთი მეორეს მიყოლებით გვიკლავენ საქართველოს მოქალაქეებს? - ამის შესახებ ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა საუბრობს. ოპოზიცისიის წევრის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგიკული ფაქტები ცხაყოფს, რომ ხელისუფლების მშვიდობის პოლიტიკა ყალბია.
ეს ტრაგიკული ფაქტები მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად ყალბია რუსული ოცნების ე.წ. რუსული მშვიდობა. როგორ შეიძლება ვისაუბროთ მშვიდობაზე, როდესაც ერთი მეორეს მიყოლებით გვიკლავენ საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონებში, მაგრამ ასევე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, - ამბობს ბოკუჩავა.
ოკუპირებულ გალში ცემით მოკლული საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე გომელაურის უწყებამ გამოძიება დაიწყო, თუმცა სამი დღის შემდეგ. საქმეს ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.
შეგახსენებთ, რომ თემურ კარბაია საოკუაციო რეჟიმის ე.წ. მილიციამ სასტიკად სცემა, რის შემდეგაც 43 წლის კაცი გარდაიცვალა. საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ კარბაიამ იზოლატორში თვითდაზიანებები მიიყენა და ამგვარად, პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებს.