შანტაჟი მოსწავლეების პირადი კადრებით - "პირველებმა" მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალები გაარკვია

12.12.23 17:34
შანტაჟი მოსწავლეების პირადი კადრებით - "პირველებმა" მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალები გაარკვია

სპეცოპერაცია სკოლის მოსწავლეების პირადი კადრების გასაჯაროების გამო - დაკავებულია 28 წლის ლაშა შამანაძე. მას სამი არასრულწლოვანი გოგონას გარყვნილ ქმედებაში ჩართვას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ციხეში 8დან 12 წლამდე გატარება ემუქრება. 

ახალგაზრდა კაცის დაკავების სპეცოპერაცია მის საცხოვრებელ სახლთან ჩატარდა. შამანაძე ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ ამ სოციალურ ქსელთან, რომლითაც სამ გოგონასთან გადიოდნენ კავშირზე, მათი ნდობა მოიპოვეს და შემდეგ მათი ინტიმური ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელეს, კონტაქტი არასდორს ჰქონია.

კაცის უფლებადამცველი "პირველებთან" ამბობს, რომ ამ ყალბი სოციალური ქსელის უკან, სავარაუდოდ, სხვა პირი იდგა, რომელიც დაკავებულის ტელეფონის ნომერს იყენებდა. სწორედ ამ ტელეფონის ნომრით გავიდნენ გამომძიებლები შამანაძის კვალზე. 

"თავს დამნაშავედ არ გრძნობს, უფრო მეტიც, აქ დასადგენია, ვინ შევიდა ამ სოციალურ ქსელში და ვინ დაამყარა კავშირი არასრულწლოვნებთან. სხვადასხვა ქალაქებიდან და რიონებიდან ხდებოდა დაკავშირება. ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს კი არ გააჩნია საშუალება, დღეს კახეთში ჩავიდეს, ხვალ დასავლეთ საქართველოში", - ამბობს უფლებადამცველი.

პირადი კადრების უკანონოდ მოპოვების ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი, ახლგაზრდა კაცი, რომელმაც შეყვარებულს ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალა გადაუღო და გოგონას ოჯახს გაუგზავნა. დაკავებულს შანტაჟსაც ედავებიან.

"ბრალდებულის პოზიციას სასამართლოზე გავაჟღერებთ, ამჟამად თავს შევიკავეთ",- ამბობს ადვოკატი.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოზარდების პირადი კადრები ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვა, შემდეგ კი სოციალურ ქსელში გაავრცელა. უწყება ამბობს, რომ მხილებულ 14 პირს შორის არასრულწლოვანებიც არიან.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აღნიშნულ დანაშაულში სრულწლოვან პირებთან ერთად არასრულწლოვნებიც ჰყავს მხილებული. მოპოვებულია რიგი მტკიცებულებები, როგორებიცაა, ტელეფონებიდან და სოციალური ქსელებიდან გამოთხოვებული ინფორმაცია, ნივთიერ მტკიცებულებებს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში",- ამბობს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი.