ოზურგეთის სკოლიდან სამშენებელო მასალები მოიპარეს - რატომ მალავენ ფაქტს?

12.12.23 18:22
ოზურგეთის სკოლიდან სამშენებელო მასალები მოიპარეს - რატომ მალავენ ფაქტს?

ოზურგეთის სკოლიდან სამშენებელო მასალები მოიპარეს. ქურდობის ფაქტი სოფელ რამდენიმე დღის წინ დვაბზუში მოხდა, სადაც სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

ქურდობაში  ბრალდებული პოლიციამ მალევე დააკავა, თუმცა „ტვ პირველის“ ინფორმაციით,  ის რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. მიზეზი ბრალდებულის და "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დეპუტატის, ნათესავური კავშირი გახდა. საუბარია მარი ჩხიკვიშვილის ბიძასა და დედაზე. 

თავად ჩხიკვიშვილი "პირველებთან" ამტკიცებს, რომ ბიძასთან კავშირი არ აქვს, თუმცა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, დეპუტატმა საუბარი არ ისურვა.

ეს ადამიანი არ არის ჩემი ბიძა და არანაირი კონტაქტი არ მაქვს მასთან. ვერ გეტყვით, ვინ არს ჩაიდენს, მე პასუხს ვერ ვაგებ ვერავის ქმედებაზე, - ამბობს ჩხიკვიშვილი. 

ქურდობის ფაქტის დამალვას შეეცადა სკოლის ხელმძღვანელობაც. ფაქტი უარყვეს სოფლის წარმომადგენლებმაც და იმ კომპანიის წარმომადგენელმა, რომელიც სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს.

არაფერი ქურდობა არ მომხდარა, შეგიძლიათ მოიკითხოთ შსს-ში, ამტკიცებენ გურიაში. 

მომხდარ ფაქტს შსს ადასტურებს. ასევე ირკვევა, რომ პროკურატურამ დაკავებულის პატიმრობა არ დამოითხოვა. 

ოპოზიცია კი შერჩევით სამართალზე საუბრობს და ამბობს, რომ "ოცნებისგან" გასაკვირი არაფერია.