სკოლის მოსწავლეებს პირადი ცხოვრების ინტიმური კადრებით აშანტაჟებდნენ - ვინ ზის განსასჯელის სკამზე?

12.12.23 20:01
სკოლის მოსწავლეებს პირადი ცხოვრების ინტიმური კადრებით აშანტაჟებდნენ - ვინ ზის განსასჯელის სკამზე?

სკოლის მოსწავლეებს პირადი ცხოვრების ინტიმური კადრებით აშანტაჟებდნენ.  დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელსაც მინიმუმ სამი მსხვერპლი ჰყავდა. სქემა ასეთი იყო: "ფეისბუქის" ყალბი გვერდით კაცი  სკოლის მოსწავლეებთან ნდობაში შედიოდა, ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გადაღებასა და გაგზავნაში არწმუნებდა, შემდეგ კი იწყებოდა შანტაჟი. პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნების მუქარით კი გოგონებს ახალი ვიდეომასალის გადაღებას და გაგზავნას აიძულებდნენ. 

პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი ქვეყნისთვის დაუძლეველ სენად იქცა. მძიმე დანაშაულში მხილებულებს შორის  ერთი სკოლის მოსწავლეა. ბიჭს კლასელმა გოგომ მესენჯერში საკუთარი ინტიმური შინაარსის ვიდეო გაუგზავნა,  ბრალდებულმა კი ფოტოები და ვიდეო მასალა კლასელებს შორის გაავრცელა. ხშირად დანაშაულში მხილებული  14 წელს მიუღწეველი პირები არიან, ამიტომ მათ დაკავებას კანონი  შეუძლებელს ხდის. 

არასრულწოვნების შანტაჟი პირადი კადრებით - ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟი