ქართული სამზარეულო მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოების რეიტინგში 26-ე ადგილზეა
მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოების რეიტინგში საქართველო 26 ადგილზეა. მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოების ყოველწლიური რეიტინგი სამოგზაურო ონლაინ სახელმძღვანელო TasteAtlas-მა შეადგინა.
2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოს რეიტინგში სულ 100 ქვეყანაა მოცემული.
რეიტინგი შედგენილია იმ ძირითადი კერძების და პროდუქტების საფუძველზე, რომელსაც წლის განმავლობაში Taste Atlas აფასებდა.
სულ დარეგისტრირებული იყო 271 819 კერძი და სხვა და სხვა ქვეყნის 80 863 პროდუქტი. ამ შეფასებების საფუძველზე თითოეული სამზარეულოსთვის 50 საუკეთესო პროდუქტი იქნა შერჩეული.
პირველი ადგილი წრლსაც იტალიამ დაიკავა. მსოფლიოს საუკეთესო კერძების რეიტინგში TOP10-ში შესული ქვეყნებია: იტალია, იაპონია, საბერძნეთი, პორტუგალია, ჩინეთი, ინდონეზია, მექსიკა, საფრანგეთი, ესპანეთი და პერუ.