პოლიციამ ბობოყვათში აქციის 10-მდე მონაწილე დააკავა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში, მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება იყო. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. პოლიციამ აქციის 10-მდე მონაწილე ძალის გამოყენებით დააკავა.
აქცია ბობოყვათში დილიდან მიმდინარეობდა. ადგილობრივები მიწების გასხვისებას აპროტესტებდნენ და რკინიგზის მაგისტრალი გადაკეტეს.
ამ დროისთვის ადგილზე საპროტესტო აქცია გრძელდება.