"სახანძრო საცობში დგას ვერ მიდის!" - გახდა თუ არა სატრანსპორტო კოლაფსი ტრაგედიის მიზეზი?

13.12.23 22:08
"სახანძრო საცობში დგას ვერ მიდის!" - გახდა თუ არა სატრანსპორტო კოლაფსი ტრაგედიის მიზეზი?

გახდა თუ არა საცობში გაჭერილი სახანძროს დაგვიანება, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიის მიზეზი? - FACEBOOK გვერდი, ჩემი ქალაქი მკლავს, ვიდეოს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ მაშინ როცა დედაქალაქის ცენტრში მრავალსართულიანი სახლი იწვოდა, სამაშველო სამსახურის კუთვნილი ტექნიკა საცობში იყო გაჭედილი.

ქავთარაძეზე საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა!
სახანძრო საცობში დგას ვერ მიდის!
თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა!.."- წერს ორგანიზაცია სოციალურ ქსელში. 

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო.

როგორც "ტვ პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაიღუპა ერთი ადამიანი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ირკვევა, რომ გარდაცვლილი 60 წლის კაცია.