"გაიღვიძე ევროკავშირში" - ისტორიულ გადაწყვეტილებას ახალგაზრდები 9 აპრილის ბაღში დაელოდებიან
"გაიღვიძე ევროკავშირში" - ხვალ, ისტორიულ გადაწყვეტილებას ახალგაზრდები 9 აპრილის ბაღში დაელოდებიან.
15 დეკემბერს, 19:00 საათიდან ვიკრიბებით 9 აპრილის (ყოფილი ალექსანდროვის) ბაღში, ორბელიანის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ერთად შევხვდეთ და ვიზეიმოთ ქართველი ხალხის მონაპოვარი, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭება.
ღონისძიების ფარგლებში, პირდაპირ ეთერში მივადევნებთ თვალს გადაწყვეტილების გამოცხადების პროცესს, დიდ ეკრანზე.
ახალგაზრდა შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართება საზეიმო კონცერტი." ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.