წულუკიანი თავისუფალი კინოს წინააღმდეგ - "ჯადოსნური მთის" რეჟისორის თქმით, ივანიშვილმა აბასთუმანში ლოკაცია დაუნგრიათ
თეა წულუკიანი თავისუფალი კინოს წინააღმდეგ - კულტურის უჩინარი მინისტრის ახალი სამიზნე "ჯადოსნური მთა" აღმოჩნდა. კინოფესტივალების პრიზიორი დოკუმენტური ფილმი, როგორც ჩანს, "ოცნების" უძველეს წევრს არ მოსწონს, რის გამოც ფილმის რეჟისორს უპირისპირდება.
ფილმის რეჟისორი ამბობს, რომ აბასთუმანში ფილმის გადაღებები წლების განმავლობაში მიდიოდა, შემდეგ კი ბიძნა ივანშვილი მივიდა და ლოკაცია დაუნგრიათ.
მარიამ ჭაჭიას თქმით, ეს არის პირდაპირი მუქარა ახალ დამწყებ კინორეჟისორებზე, რომ მათ კრიტიკული აზრის გამოხატვა ვერ შეძლონ.
ცალსახად, მინისტრს არ ესმის დოკუმენტური ფილმის პრინციპები. პირველ რიგში, დოკუმენტური ფილმის სცენარი შეუძლებელია რომ განსაზღვრო, მითუმეტეს ამ ფილმში სცენარი არანაირად არ შეცვლილა. ჩვენ წლების განმავლობაში ვიღებდით ამ ლოკაციას, რომელიც არის ტუპდისპანსერი აბასთუმანში და შემდეგ უბრალოდ ბიძინა ივანიშვილი მოვიდა და დაანგრია ჩვენი ლოკაცია. მისი განაცხადი და მისი ტონი აშკარად არის მუქარა. ეს მგონი პირდაპირ არის მიმართული იმ ახალგაზრდა რეჟისორებისადმი, რომლებიც ახლა იწყებენ, რომ კარგად დაფიქრდნენ რაზე გააკეთებენ ფილმს და უფლება ექნებათ თუ არა გარკვეულ კრიტიკულ საკითხებზე ფილმების გაკეთების", - ამბობს რეჟისორი.
რეჟისორები ამბობენრ, რომ თეა წუწლუკიანი ფილზე ცენზურის მცდელობით დიდი არაკომპეტენტურობას ავლენს.
განცხადება შეიცავს მუქარას დამოუკიდებელი ავტორების მიმართ. ეს შეიცავს ცენზურის მცდელობას და თავდასხმაა თავისუფალ თვითგამოხატვაზე. მინისტრი ძალიან დიდ არაკომპეტენტურობას ავლენს", - ამბობს სალომე ჯაში.
მარიამ ჭაჭიას მინისიტრი სახელშეკრულებო პირობების დარღვევაში ადანაშუალებს. წულუკიანი ამტკიცებს, რომ რეჟისორმა ჯერ კინოცენტრისგან დაფინანსება მიიღო, შემდეგ კი სცენარი შეცვალა. "ჯადოსნური მთა", არის ფილმი, რომლის გადაღება 9 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ პაციენტების ისტორიები უნდა გაშუქებულიყო აბასთუმანში.
თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეისყიდა აღნიშნული საავადმყოფო და დაანგრია, რაც დოკუმენტურ ფილმში აისახა.