სახანძრო საცობში და მსხვერპლი - გახდა თუ არა ტრაგედიის მიზეზი თბილისში არსებული სატრანსპორტო კოლაფსი?

14.12.23 20:29
სახანძრო საცობში და მსხვერპლი - გახდა თუ არა ტრაგედიის მიზეზი თბილისში არსებული სატრანსპორტო კოლაფსი?

 

გახდა თუ არა ტრაგედიის მიზეზი თბილისში არსებული სატრანსპორტო კოლაფსი?  ვრცელდება ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ხანძრის ჩასაქრობად გამოძახებული მანქანა საცობში დგას და სავარაუდოდ დანიშულების ადგილისკენ ვერ გადაადგილდება. ვიდრე მეხანძრეები მივიდოდნენ, ადგილობრივები თავად ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას, თუმცა უშედეგოდ. ხანძარმა 60 წლის მამაკაცი იმსხვერპლა.

შეიძლებოდა თუ არა უმძიმესი შედეგის თავიდან აცილება ან რა დრო დასჭირდა სახანძრო სამსახურს ცეცხლმოკიდებულ კორპუსამდე მისასვლელად? "პირველებმა" ინფორმაციის გადამოწმება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ვცადეთ.   კითხვებს არავინ უპასუხა. თბილისის მერი კი დღეს თავის მართლების რეჟიმში იყო და ამტკიცებდა, რომ ტრაგედიის მიზეზი  გუშინდელი საცობები და პარალიზებული ქუჩები არ  ყოფილა.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.