თბილისში დღეს სახალხო ზეიმი გაიმართება - ვინ მივა ღონისძიებაზე?

15.12.23 11:28
თბილისში დღეს სახალხო ზეიმი გაიმართება - ვინ მივა ღონისძიებაზე?

სახალხო ზეიმის დღე - ზუსტად 17:00 საათზე მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შიეკრიბებიან. ქართველები კიდევ ერთხელ გააგონებენ საკუთარ ხმას ევროპას და მადლობას ეტყვიან ევროპულ საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. 

ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში პოლიტიკურ კონფლიქტებს და დაპირისპირებას ივიწყებს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი გეგმავს, მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მივიდეს და ხალხთან ერთად დადგეს. ჯერჯერობით უცნობია, დაუთმობენ თუ არაა სცენას ქვეყნის მთავარსარდალს, რომელმაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.

სახალხო ზეიმზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც მივლენ. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილს ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის უფლება უნდა მიეცეს.

საქართველოს პრეზიდენტს ყველგან უნდა მიეცეს სიტყვის თქმის უფლება. რეალობა როგორი იქნება, ვნახოთ. მე ერთხლე უკვე ვთქვი, რომ ყველგან ვიქნები, სადაც ვიზეიმებთ კანდიდატის სტატუსს, - ამბობს თარარ კორძაია.

 ამავე აზრს იზიარებს ხატია დეკანოიძე და ამბობს, რომ პრეზიდენტმა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ბევრი გააკეთა. 

პრეზიდენტმა აღნიშნა ძალიან სწორად, რომ ისიც უნდა მიიწვიონ, ისიც უნდა იყოს იმ ადამიანების რიგში, ვინც ძალიან ბევრი გააკეთა, სხვათაშორის, და მან მართლა აამაღლა სერიოზულად ის ცნობიერება, საერთაშორისო პარტნიორებთან და ქვეყნებში თავისი ვიზიტებით, თავისი დამოკიდებულებით, - ამბობს დეკანოიძე.

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი კი ამბობს, რომ ეს გამარჯვება ქართელ ხალხს ეკუთვნის და მას საკუთარ ბალანზე ვერავინ მიიწერს. 

ხალხი ზეიმობს და მე ვიქნები იქ, სადაც იქნება ხალხი. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ ხელისუფლება პრეზიდენტს ან ვინმეს მისცემს შესაძლებლობას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ზეიმი ეკუთვნის ქართველ ხალხს და ვერავინ შეძლებს თავის ბალანზე დაიწეროს ის გამარჯვება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებმა მიაღწიეს, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

თავისუფლების მოედანზე სახალხო ზეიმისთვის მზადება უკვე დაწყებულია.