ბავშვის წამების საქმე - ადვოკატი უწყებას ჩვენების გაყალბებაში ადანაშაულებს
6 წლის ბავშვის საქმეზე დაკავებული დედის და მისი მეუღლის ადვოკატი გამომძიებლებს ბავშვის ჩვენების გაყალბებაში ადანაშაულებს. მუხრან ღურწკაიას თქმით, ჩვენება იურიდიული ტერმინოლოგიით არის დაწერილი, რასაც მცირეწლოვანი ვერ შეძლებდა. ადვოკატს ასევე აინტერესებს ვინ გადაუღო ბავშვს ფოტოები, რომელიც საქმეში დევს. ფოტოებით დასტურდება, რომ ბავშვს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზინება აქვს მიყენებული.
პატიმრობის სამართლებრივი საფუძველი ბუნებრივია, არ არსებობდა. დადგენილ ვადებში გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. ბავშვის ჩვენებას რომ ნახავს ადამიანი, დარწმუნდება რომ ეს ბავშვის მიერ გადმოცემული აზრი არ არის. 5 წლის ბავშვს არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ გადმოსცეს სამართლებრივად დალაგებულად და მწყობრად ინფორმაცია. როდის მიიღო ეს დაზიანება, ვინ გადაიღო ფოტოები, ვინ გადააგზავნა, ეს არის გასარკვევი გამოძიების მიერ", - ამბობს მუხრან ღურცკაია.
სასამართლომ 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებულ დედას და მამინაცვალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა წინ გამოაცხადა.
საქმის პროკურორის თქმით, არსებობდა მიმალვის და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხე, რაც სასამართლომ გაიზიარა.
7 წლის ბავშვის წამების საქმეზე ორივე პირი გუშინ დააკავეს. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.