თბილისის მერიამ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს 9 აპრილის ბაღში ტექნიკის შეტანისა და საზეიმო კონცერტის გამართვის საშუალება არ მისცა

15.12.23 20:10
თბილისის მერიამ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს 9 აპრილის ბაღში ტექნიკის შეტანისა და საზეიმო კონცერტის გამართვის საშუალება არ მისცა

თბილისის მერიამ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს 9 აპრილის ბაღში ტექნიკის შეტანისა და საზეიმო კონცერტის გამართვის საშუალება არ მისცა - ღონისძიების ორგანიზატორები "პირველებს" უყვებიან, რომ ყველაფერი მზად იყო, მათ შორის, დაქირავებული ჰქონდათ აპარატურა, თუმცა მერიამ ტექნიკის პარკში შეტანის შესაძლებლობა არ მისცა.

შეკრების ორგანიზატორები ამბობენ, რომ მერიისგან დღევანდელ დღემდე გააჩნდათ თანხმობა, თუმცა ბოლო წუთს ყველაფერი ჩაიშალა. პარკში უკვე იყვნენ მისულები მოქალაქეები, თუმცა მერიის უარის გამო დღევანდელი ზეიმი ვერ შედგა. 

მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა სალომე ზურაბიშვილიც.