რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით რეისები ემატება - "აზიმუტი" ბაშკირეთიდან თბილისში ფრენებს იწყებს
ახალი რეისი რუსეთიდან - რუსული ავიაკომპანია "აზიმუტი" ბაშკირეთის ქალაქ უფადან თბილისში ფრენებს იწყებს. უფას აეროპორტის ინფორმაციით, რეგულარული ფრენები 26 იანვარს დაიწყება, ხოლო ბილეთის ფასი 10.6 ათასი რუბლს მაღლა იქნება.
ფრენები ყოველ პარასკევს Sukhoi Superjet 100 მოდელის თვითმფრინავით, კვირაში ერთხელ შესრულდება.