სტუდენტებს საზეიმო ღონისძიება ჩაუშალეს - ახალგაზრდებს უფლება არ მისცეს კანდიდატის სტატუსის მიღება ქუჩიდან ეზეიმათ

16.12.23 11:31
სტუდენტებს საზეიმო ღონისძიება ჩაუშალეს - ახალგაზრდებს უფლება არ მისცეს კანდიდატის სტატუსის მიღება ქუჩიდან ეზეიმათ

სტუდენტებს საზეიმო ღონისძიება ჩაუშალეს. მარტის აქციების მონაწილე ახალგაზრდებს არ მისცეს უფლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება ქუჩიდან ეზეიმათ.

თბილისის მერიამ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს 9 აპრილის ბაღში ტექნიკის შეტანისა და საზეიმო კონცერტის გამართვის საშუალება არ მისცა - ღონისძიების ორგანიზატორები "პირველებს" უყვებიან, რომ ყველაფერი მზად იყო, მათ შორის, დაქირავებული ჰქონდათ აპარატურა, თუმცა მერიამ ტექნიკის პარკში შეტანის შესაძლებლობა არ მისცა.

ერთ-ერთი ვერსიით ამ ღონისძიებასზე სიტყვით გამოსვლას გეგმავდა საქართველოს პრეზიდენტიც, თუმცა მოულოდნელად შეკრების ორგანიზატორებს მომზადებული სივრცეე დააშლევინეს.  

გუშინ ალექსანდროვის ბაღში ვიკრიბებოდით სტუდენტები, ახალგაზრდები, ზუსტად ის 7-8 მარტის შემოქმედი ახალგაზრდები, გვინდოდა ღონისძიების გამართვა, თუმცა ხელისუფლებამ ამის საშუალება არ მოგვცა",- ამბობს სტუდენტი.