რას ემსხვერპლა დავით გორგილაძის გადაცემა? - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია
დავით გორგილაძის "აუტანელი სიმსუბუქე" დაუხურეს. თავად გადაცემის წამყვანი არ საუბრობს, თუ რას ემსხვერპლა მისი "აუტანელი სიმსუბუქე", თუმცა "პირველებმა" მომხდართან დაკავშირებით ახალი დეტალები გაარკვია.
ირკვევა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ გადაცემების დახურვის მიზეზად რეორგანიზაციის პროცესები და ფინანსური პრობლემები დაასახელა. ბორდის სხდომა გუშინწინ ჩატარდა ტელევიზიაში. ბორდის წევრები "პირველებთან" ამბობენ, რომ სხდომაზე ფინანსური საკითხები განიხილეს, თუმცა არცერთი სიტყვა არ ყოფილა, რომ გადაცემების დახურვა იგეგმებოდა.
ლიკა ბასილაია და ლაშა ტუღუში არიან ის წევრები, რომლებმაც გუშინ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს. ბასილაია ამბობს, რომ ამ არხის ხელმძღვანელობას არ სურს, კრიტიკული და განსხვავებული მოსაზრებები გაისმას ტელევიზიაში.
ასევე არის დიდი ვარაუდი, რომ გორგილაძის სავარაუდო დასჯის მიზეზი იყო ის, რომ გადაცემის წამყვანი ღიად აკრიტიკებდა რუსულ კანონს.
წინა დღეს გქვონდა ბიუჯეტის განხილვა, რასაც მე და ლაშამ არ მივეცით ხმა. იმიტომ, რომ იქ იყო პრობლემები, არ მოგვაწოდეს ნარატიული ნაწილი, რომლითაც აიხსნებოდა თანხების მოძრაობა ერთი ადგილიდან მეორეში რა ლოგიკით იყო ახსნილი. მეორე დღეს რაღაცა იატაკქვეშა საშუალებებით ვიგებთ, რომ 5 გადაცემა დახურეს. ეს გააკეთეს ფარულად და მალულად და რეაგირების საშუალებაც არ მოგვცეს. არ ვაპირებთ ეს საქმე ასე დავტოვოთ. კანდიდატის სტატუსის მინიჭების დროს ჩაატარეს ეს რარაცა სადამსჯელო ღონისძიება. სად მიდის ეს ტანხმები ხომ უნდა ვიცოდეთ? ხომ აკლდება სახელფასო ფონდს. როგორ ნაწილდება და რა ნიშნით გამოარჩიეს კონკრეტულად ეს გადაცემები?"- ამბობს ლიკა ბასილაია.