გურიაში 5 წლის და 2,7 წლის ბავშვები ძაღლმა დაკბინა - ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა და თბილისში გადმოიყვანეს

16.12.23 13:22
გურიაში 5 წლის და 2,7 წლის ბავშვები ძაღლმა დაკბინა - ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა და თბილისში გადმოიყვანეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლის მიერ დაკბენილი ერთ-ერთი მცირეწლოვანი, თბილისში გადმოიყვანეს. როგორც "გურია ტვ" წერს, დაშავებული მცირეწლოვანს  მძიმე მდგომარეობის გამო ოპერაცია დღეს თბილისში, იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდება.

ბავშვი რეანომობილით ჯერ ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადმოყვანა თბილისში გახდა საჭირო.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი მცირეწლოვანი დაკბინა. 5 წლის და 2,7 წლის ბავშვებს, რომლებიც ძმები არიან, თავს ქუჩის ძაღლი დაესხა.

უმცროს ძმას მძიმე დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.