დახეთქილი კედლები, აყრილი იატაკი და ჩამოვარდნილი ჭერი - ქუთაისში, სოციალურად დაუცველები დახმარებას ითხოვენ

16.12.23 13:36
დახეთქილი კედლები, აყრილი იატაკი და ჩამოვარდნილი ჭერი - ქუთაისში, სოციალურად დაუცველები დახმარებას ითხოვენ

დახეთქილი კედლები, აყრილი იატაკი და ჩამოვარდნილი ჭერი - ქუთაისში, ნიკეს ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

სოციალურად დაუცველები ადგილობრივი ხელისუფლებისგან უსაფრთხო საცხოვრისით დაკმაყოფილებას ელოდებიან. შენობა, რომლის რეაბილიტაციაც ოთხი მილიონი დაჯდა, როგორც ირკვევა, საცხოვრებლად საშიშია.

ძალიან გაუსაძლისი მდგომარეობა არის ამ ბინაში, ძალიან. ჭერები ჩამოვარდნილია, კედლები დახსნილია და არ ვიცი, იატაკები აყრილია, წყალი ჩამოდის, როგორც გარეთ წვიმს, ისე შიგნით წვიმს. დავდივარ მერიაში, მაგრამ ყურადღებას არავინ არ მაქცევს", - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.