მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ციგრიანის მახლობლად, ახალი საოკუპაციო ბანერი გაჩნდა - ქაცარავა
ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელის, დავით ქაცარავას ინფორმაციი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ციგრიანის მახლობლად, ახალი საოკუპაციო ბანერი გაჩნდა.
ჩვენი პატრულირების დროს მცხეთა-მთიანეთის სოფელ ციგრიანის მახლობლად დავაფიქსირეთ ახალი ბანერი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა დაამონტაჟა და ეს ბუნებრივი არის იმ უკანონო ბორდერიზაციის შემადგენელი ნაწილია, რაც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. ეს ბანერი დამონტაჟდა, სავარაუდოდ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში და ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომელთანაც ჩვენ კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში გვაქვს გვიყვებიან, რომ იმ ქედზე, რომელიც ოკუპირებულია და გადის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოწყობილი გზა, ამ ბოლო პერიოდში ისმის მძიმე ტექნიკის ძრავების ხმა. ეს ხმა იმდენად მკაფიო და ძლიერი არის, რომ მათ ღამღამობით დაძინების საშუალებას არ აძლევს", - აღნიშნა ქაცარავამ.