"ეს არის ცენზურა არჩევნების წინ" - პეტიციის ავტორი არხის მენეჯმენტს მოუწოდებს, ეთერში გორგილაძის გადაცემას დააბრუნოს

16.12.23 15:07
"ეს არის ცენზურა არჩევნების წინ" - პეტიციის ავტორი არხის მენეჯმენტს მოუწოდებს, ეთერში გორგილაძის გადაცემას დააბრუნოს

დაბრუნდეს გორგილაძის "აუტანელი სიმსუბუქე". მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ. საგაგებოდ შემქნილ პეტიციას ხელს უკვე ასობით ადამიანი აწერს. არჩევნებამდე ერთი წლით ადრე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეს ნაბიჯი, სამოქალქო სექტორს აფიქრებინებს, რომ საქმე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან გვაქვს. საქართველოს მოქალაქები სატელევიზო სივრცეში პოლიტიკისგან თავისუფალი გადაცემის დაბრუნებას ელოდებიან.

პეტიციის ავტორი მაშო სამადაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის ცენზურა არჩევნების წინ.

 სამადაშვილის თქმით, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება საქართველოს მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებით, ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე და სწორედ ამიტომაც ხალხის აზრი გათვალისწინებულ უნდა იქნას.

მაშო სამადაშვილს იმედი აქვს, რომ ამ არხის მენეჯმენტი, ამ გადაცემას დროულად დააბრუნებს ეთერში.

პეტიცია შევქმენი მე დაახლოებით 1-საათის წინ და მისი მოთხოვნა არის დავით გორგილაძის გადაცემის "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის" ეთერში დაბრუნება. საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება საქართველოს მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებით, შესაბამისად, ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე და ვფიქრობ, რომ არ სჭირდება ბევრი კვლევა იმას, რომ ეს გადაცემა იყო ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული, წარმატებული. მან დაუბრუნა წასული მაყურებელი ამ არხს. ის ემსახურებოდა ადამიანების განათლებას, განვითარებას, მასპინძლობდა მეცნიერებს, ხელოვანებს, ძალიან ჭკვიან და ანგარიშგასაწევ ხალხს, შესაბამისად მგონია, რომ ეს არის ცენზურა არჩევნების წინ, სხვაგვარად, სხვა არცერთი არგუმენტით არ აიხსნება სწორედ ამ გადაცემის დახურვა. მე მაქვს პირადი გამოცდილება, როდესაც აქციების შემდეგ დაბრუნდა ეთერში "რეალური სივრცე" რამდენიმე წლის წინ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არხის მენეჯმენტს, ქალბატონ თინათინ ბერძენიშვილს კონკრეტულად და მის გუნდს ეყოფა გონიერება და ამ გადაცემას დროულად დააბრუნებს ეთერში", - ამბობს მაშო სამადაშვილი.

"პირველების" ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, დავით გორგილაძის გადაცემის გარდა კიდევ 5 გადაცემა დახურეს.

არხის მენეჯმენტს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეტებია და არც "პირველების" ზარებს პასუხობს.